LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე – მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ფასებია“

139
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნავთობისა და სურსათის ფასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ დასაბალანსებელი გადაწყვეტილებაა მისაღები.

“არ შეიძლება, ერთ ლიტრ ბენზინზე იყოს 80-თეთრიანი, თითქმის ლარამდე ფასნამატი – ღარიბაშვილი მინისტრებს მოუწოდებს, ნავთობის იმპორტიორები დაიბარონ

„როდესაც საუბარია, რომ მოსახლეობას პროდუქტზე უნდა შეუმცირდეს ფასები და ასევე, მოგების მარჟაც შემცირდეს, რა თქმა უნდა, ეს კომპანიებს მოგებას უმცირებს. აქ დასაბალანსებელი გადაწყვეტილებაა მისაღები, რადგან კომპანიის და მოსახლეობის ინტერესებია.

მაგალითად, შეიძლება ცოტა მოიკლოს კომპანიამ იმისთვის, რომ მოსახლეობას შეუმცირდეს ფასები საწვავზე, ან სხვა პროდუქტზე.

მთავარი, რაც დღეს საზოგადოებას აწუხებს, ფასებია, სერიოზული ინფლაცია იყო გასულ წელს, თითქმის 10%. ეს მაჩვენებელი ზაფხულში ბოლომდე იქნება დასტაბილურებული.

დამატებითი ინიციატივები აუცილებელია.

იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი, როგორც საწვავზე, ისე პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასების შემცირებით დასრულდება. ამის რესურსი არსებობს. პრემიერის ინიციატივის განხორციელებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

“მოსახლეობას პროდუქტების შეძენა 100%-იანი ფასნამატით უწევს… არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება” – ღარიბაშვილი

“უმუშევრობა და სიღარიბე არის ისტორიულ მინიმუმზე დასული” – ირაკლი ღარიბაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g