„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა, რომ ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ჩვეულებრივი პატიმარი არ არის, ვინაიდან ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია.
“მიხეილ სააკაშვილი არ არის ჩვეულებრივი პატიმარი, მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ბუნებრივია, ის დღეს პოლიტიკური პატიმარია და ის პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია. ჩვენ ხომ ვნახეთ ის კადრები, როგორც ეპყრობოდნენ მიხეილ სააკაშვილს, ამის გამართლება რაიმე ფორმით შესაძლებელია? და ამის შემდეგ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას?! ჩვენ სამართლიან სასამართლოს ვითხოვთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილმა ასევე ისაუბრა ირაკლი კობახიძის განცხადებზე, რომლის თანახმადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, დამოკიდებული იქნება ოპოზიციის ქმედებებზე.
„კობახიძეს უნდა, მაგრამ ვერ შევალ პარლამენტში და ვერ დავუჯდები, კარგი მოსწავლესავით. ჩვენ ჩვენი ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს და კეთილი ინებოს კობახიძემ და შეასრულოს ის ვალდებულებები, რომელიც მას აღებული აქვს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.