LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლექციონერს ყველა ავტომობილის გაყიდვას აიძულებენ

58

მიჩიგანის შტატში, ქალაქ ნორტფილდის მთავრობამ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რონ დოზეტი აიძულა ავტომობილების უზარმაზარი კოლექცია გაყიდოს. მიზეზი კი ადგილობრივი ადმინისტრაციის დადგენილება გახდა, რომელიც ღია სივრცეში არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების შენახვას კრძალავს.

ამჟამად რონის კოლექცია 200 ავტომობილზე მეტს ითვლის, უმრავლესობა ევროპული ბრენდებია, ისეთები როგორიც არის: BMW, Volkswagen და Saab, თუმცა, არის იშვიათი ეგზემპლარებიც, მაგალითად Dodge Dakota Sport Convertible, რომელიც მხოლოდ 4 000-იანი ტირაჟით გამოვიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ავტომობილი კერძო ტერიტორიაზე დგას, ხელისუფლება “არალეგალურ სასაფლაოდ” მოიხსენიებს და მფლობელს აიძულებს თითო თვეში 20 ავტომობილი გაყიდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები