LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია “ფაიზერი”: საქართველო ვაქცინის მილიონ დოზას მიიღებს

512
Untitled design (2)

საქართველო “ფაიზერის” ვაქცინის 1 მილიონზე მეტ დოზას მიიღებს – ინფორმაციას ამის შესახებ მედიასაშუალება “ფორმულა” ავრცელებს და წერს, რომ კომპანია “ფაიზერში” აღნიშნული ფაქტი “ბიზნეს ფორმულას” დაუდასტურეს.

“ფორმულას” ცნობით, როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია და ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე გადადიან.

“Pfizer-ი სიამოვნებით აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობასთან დასრულებულია მოლაპარაკების განხილვის ნაწილი SARS-CoV2–ის საწინააღმდეგო ერთ მილიონზე მეტი დოზა BNT162b2 ვაქცინის მოწოდებაზე. კომპანია გადადის საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულების გაფორმების ნაწილზე.” – აღნიშნულია ამერიკული მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანიის მიერ “ბიზნეს ფორმულასთვის” მოწოდებულ პასუხში.

“ბიზნეს ფორმულასთან” მიმოწერაში კომპანია არ აკონკრეტებს, როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას და რა ღირებულებით.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველო “ფაიზერის” მილიონ დოზას, სავარაუდოდ, ზაფხულში მიიღებს.

“კოვაქსპლატფორმის” საშუალებით, “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა საქართველომ მარტში მიიღო.

 

magti 5g