LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კურორტ გოდერძზე დაგეგმილი ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნა გადაიდო

84

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ და აჭარის მთავრობა გოდერძის სათხილამურო კურორტს კვირას, 10 დეკემბერს, 12:00 საათზე ოფიციალურად გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან ერთად, კურორტის გახსნის ცერემონიას საქართველოს მთავრობის, აჭარის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით გონდოლის ქვედა სადგურთან მოეწყობა სივრცეები, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა ტიპის აქტივობები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g