LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვიპროსისა და საბერძნეთისკენ მიმავალ ტურისტებს საშიშროების შესახებ აფრთხილებენ

124
Capture

საბერძნეთისა და კვიპროსის პოპულარულ კურორტებზე ექსტრემალური სიცხე დაფიქსირდა. ჰაერის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ სიცოცხლისთვის საშიშროებას წარმოადგენს და ამის შესახებ ადგილობრივმა მთავრობებმა ტურისტები გააფრთხილეს, წერს The Independent.

გამოცემის ინფორმაციით, კვიპროსზე ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსს აღწევს და ეს მაჩვენებელი უქმეებამდე შენარჩუნდება. ანალოგიური სიტუაციაა საბერძნეთშიც – ათენში სიცხემ შესაძლოა 42 გრადუსს მიაღწიოს.

მოგზაურებს, რომლებიც ამ მიმართულებებით აპირებენ წასვლას, ურჩევენ რომ მაქსიმალურად ჩრდილში გაატარონ დრო, მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს და სხეულში წყლის ბალანსი შეინარჩუნონ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ანომალიური სიცხის გამო ათენში აკროპოლისი დღის განმავლობაში ვიზიტორებს აღარ მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები