LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კვლავ ერთად – „ოუშენის მეგობრების“ მორიგი ნაწილის გადაღებები იწყება

148
page

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლეგენდარული ბიჭები, ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი ერთად ბევრჯერ ვიხილეთ. მსახიობები, რომლებსაც მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ, ვენეციაში თავიანთი ერთობლივი ფილმის, Wolfs-ის პრემიერაზე იმყოფებიან.

ინფორმაცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ Deadline-მა გაავრცელა, ამ ორო მსახიობის გულშემატკივრებს საოცრად გაახარეთ.

გამოცემის ცნობით, Warner Bros.-ი „ოუშენის მეგობრების“ მორიგ ნაწილზე მუშაობს. თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან ჯორჯ კლუნი და ბრედ პიტი, რეჟისორის როლს კი ედვარდ ბერგერი დაიკავებს. სავარაუდოდ მისი სახელწოდება „ოუშენის 14 მეგობარი“ იქნება.

შეგახსენებთ, პირველი ფილმი ეკრანებზე 2001 წელს გამოვიდა, მეორე ნაწილი 2004, მესამე კი 2007 წლებში.

ფილმებში თამაშობდნენ: ჯორჯ კლუნი, ბრედ პიტი, მეტ დეიმონი, ენდი გარსია, ჯულია რობერტი, კეტრინ ზეტა-ჯონსი და სხვები…

ბრედ პიტმა „ვენეციის კინოფესტივალზე“ შეყვარებული გამოაჩინა

ფოტო/ვიდეო: ჭეშმარიტი მეგობრობა და 60 წელს გადაცილებული „ბიჭების ცანცარი” – ბრედ პიტი და ჯორჯ კლუნი GQ-თვის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები