LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini Miura, რომელიც 46 წელი ავტოფარეხში იდგა, 1,5 მილიონ დოლარად იყიდება

13

საიტზე duPont Registry გამოჩნდა განცხადება, სადაც იშვიათი სპორტქარის Lamborghini Miura S-ის გაყიდვაზეა საუბარი. მისი მეპატრონე ირწმუნება, რომ ავტომობილი ავტოფარეხში 46 წლის განმავლობაში იდგა, ახლა კი მისგან 1,5 მილიონის მიღებას გეგმავს.

გასაყიდად გამოტანილი „მიურა” მოდელის მეორე ეგზემპლარია, რომელიც 1969 წელს კონვეირიდან გამოვიდა. სულ ასეთი 140 ერთეული აიწყო.

გამყიდველის განცხადებით, ავტომობილი სრულიად ორიგინალ მდგომარეობაშია შემონახული, იმდენად ხელუხლებელია, რომ Concord-ის მაგნიტოლაში Rolling Stones-ის ფონოგრამა დევს. ცოტათი შეილახა საღებავი, თუმცა დისკებზე Pirelli CN12-ის „მშობლიური“ საბურავებია გადაკრული.

სუპერქარი 12 ცილინდრიანი 3,9 ლიტრის მოცულობის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც 370 ცხენის ძალას ავითარებს.

1970-იან წლებში ეს ავტომობილი იტალიაში 7,8 მილიონი ლირა, ანუ 19 000 დოლარი ღირდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები