ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი, – ამის შესახებ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე ლაზარე გრიგორიადისის მამამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა ლაზარე არცერთი პარტიის წევრი არ არის.
„რა თქმა უნდა, თავისუფლებას მოვითხოვ. ორი დღეა ცუდად ვარ, მაგრამ გავმაგრდები. ყოველთვის ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება იმიტომ, რომ საქართველოში ვიღაც ამ ვიზუალს გამოიყენებს. ზუსტად ამ ვიზუალის გამო არის ბავშვი დაჭერილი. ჩემ შვილთან არანაირი კონფლიქტი არ მქონია, უბრალოდ, კაცურად ვარიგებდი როგორ შეიძლება იაროს საქართველოში. ძალადობდა თუ არა ის პოლიციელზე, ჯერ არ ვიცით, ალბათ, დაგვიმტკიცებენ. ჩემი შვილი არცერთ პარტიაში არ იყო. როცა ნახავდა ტელევიზიით, რომ რობოკოპები ემზადებიან ხალხის დასარბევად, იცვამდა და მოდიოდა, ხალხის გვერდით დგებოდა. იქ არ იყო მისული ვიღაცის დაძახებით, ნახა, რომ დარბევის ვარიანტი იყო, გამოვარდა სახლიდან და დადგა რუსთაველზე“, – განაცხადა ბექა გრიგორიადისმა.
ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციასთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.
„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი
„ლაზარეს ვერ გააშავებთ“ – პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის დაპატიმრება გააპროტესტეს