LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგა „ვოგის“ გარეკანზე დემნა გვასალიას ტანისამოსით გამოჩნდა – ქართველი დიზაინერის „პოსტს“ ავრცელებს

157
page

ლედი გაგა ერთდროულად იტალიური და ბრიტანული „ვოგის“ დეკემბრის ნომერში გარეკანზე მოხვდა. მან არაერთი საინტერესო იმიჯი მოირგო, ეცვა როგორც ფუტურისტული ტანისამოსი, ასევე სადა და მონოქრომული.

ფოტო: სასწაული ფოტოსესია – ლედი გაგამ ერთდროულად ბრიტანული და იტალიური „ვოგის“ გარეკანი დაამშვენა

განსაკუთრებული ყურადღება ერთ-ერთმა, სადა იმიჯმა მიიქცია. მას დიდი ზომის ქუდი და ბუმბულებიანი მოსაცმელი ამშვენებს. ვინ, თუ არა დემნა გვასალიაა ამ ხელოვნების ნიმუშის შემქმნელი.

ახლახანს ქართველმა დიზაინერმა „ინსტაგრამზე“ ლედი გაგას ფოტო გაავრცელა, სადაც ის „ბალენსიაგას“ ტანისამოსით პოზირებს.

„მოდა არის ადგილი, სადაც მე მოსვენება ვპოვე“, – ასე დაასათაურა ფოტო „ბალენსიაგას“ კრეატიულმა დირექტორმა.

„ბალენსიაგამ“ „გუჩი“ ჩაანაცვლა და ყველაზე პოპულარული ბრენდი გახდა

დემნა გვასალია „სიმპსონებში“ გამოჩნდა – ნახეთ რა ვიდეოებს ავრცელებს დიზაინერი

 

View this post on Instagram

 

A post shared by ?????????? (@gvasaliaga)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები