LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლედი გაგამ ,,ეშმაკი ატარებს პრადას” სიქუელისთვის სიმღერა ჩაწერა

127
photo-collage.png

შარშან, როცა საკულტო ფილმის – ,,ეშმაკი ატარებს პრადას” მეორე ნაწილი დაანონსდა, ქსელში აქტიურად საუბრობდნენ, რომ მასში ლედი გაგაც გამოჩნდებოდა.

ჭორებს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც არტისტი კინოსურათის გადასაღებ მოედანზე, მილანში დააფიქსირეს.

ლედი გაგა „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებებზე გამოჩნდა

ინფორმაცია იმის შესახებ ვიხილავთ თუ არა ლედი გაგას The Devil Wears Prada 2-ში ოფიციალურად ამ დრომდე არ დადასტურებულა, ახლახან კი, ცნობილი გახდა, რომ მან გახმაურებული პროექტისთვის სიმღერა ჩაწერა.

მოარული ხმების თანახმად, საუნდტრეკი – Shape of a Woman ფილმის პრემიერამდე გამოქვეყნდება.

აღსანიშნავია, რომ ლედი გაგას გარდა კინოსურათში, მადონას გამოჩენასაც პროგნოზირებენ, თუმცა შესაძლოა მასაც მხოლოდ კომედიური დრამის გაგრძელების მუსიკალურ ნაწილზე ემუშავა.

მადონა ფილმის ,,ეშმაკი ატარებს პრადას” სიქუელის გადაღებებზე დააფიქსირეს

როგორც ცნობილია, ,,ეშმაკი ატარეს პრადას 2მერილ სტრიპის, ენ ჰეთეუეის, ემილი ბლანტისა და სტენლი ტუჩის მონაწილეობით ეკრანებზე, 1-ელ მაისს გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები