ბოლო ერთი თვეა არ წყდება საუბარი ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელის შესაძლო რომანზე. ისინი ახალ ფილმში, Couture იღებენ მონაწილეობას და აქტიურად ჩნდებიან ერთად წითელ ხალიჩაზე. მსახიობებს შორის ქიმია აშკარაა, ამაზე თავად გარელმაც ღიად ისაუბრა.
ვიდეო: „ის ნამდვილი დედოფალია, როდესაც ქიმია არსებობს…“ – ლუი გარელი ანჯელინა ჯოლიზე ალაპარაკდა

ანჯელინასთან რომანის ფონზე, საზოგადოების ინტერესი ლუი გარელის მიმართ აშკარად მომატებულია. მოდით გადავავლოთ თვალი ფრანგი მსახიობის ცხოვრებას.
ლუი გარელი 1983 წლის 14 ივნისს, პარიზში დაიბადა. ის ფრანგი მსახიობის, რეჟისორისა და სცენარისტის ოჯახში გაიზარდა. მამა, ფილიპ გარელი, ცნობილი კინორეჟისორია, რამაც ლუი ადრეული ასაკიდანვე კინოს სამყაროსთან დააახლოვა. ის კამერის წინ პირველად ექვსი წლის ასაკში გამოჩნდა, თუმცა ფართო აღიარება თინეიჯერობის ასაკში მოიპოვა.
გარელის კარიერაში გარდამტეხი აღმოჩნდა ბერნარდო ბერტოლუჩის 2003 წლის ფილმი, „მეოცნებენი“, სადაც მას პარტნიორობას ევა გრინი და მაიკლ პიტი უწევენ.

შემდგომ წლებში მან ითანამშრომლა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც არიან, კრისტოფ ონორე და თავად მისი მამა, ფილიპ გარელი.
მისი შემოქმედებიდან აღსანიშნავია ფილმები: „ჩვეულებრივი საყვარლები“, „სიყვარულის სიმღერები“, „სენ ლორანი“, „პატარა ქალები“, „ოფიცერი და ჯაშუში“ და ა.შ…
გარელი მხოლოდ მსახიობობით არ შემოიფარგლება, ის რეჟისორიცაა. მისი ნამუშევრებია „ორი მეგობარი“ და „ერთგული მამაკაცი“, რომელმაც „კანის კინოფესტივალზე“ დიდი ყურადღება მიიპყრო.
გადასაღებ მოედანზე გაჩაღებული სიყვარული – ანჯელინა ჯოლისა და ლუი გარელს რომანი აქვთ
ლუი გარელის პირადი ცხოვრებაც არანაკლებ ინტერესს იწვევს. წლების განმავლობაში ის მსახიობ და რეჟისორ ვალერია ბრუნი-ტედესკს ხვდებოდა. მოგვიანებით, 2017 წელს, მან ფრანგი მოდელი და მსახიობი, ლეტიცია კასტა მოიყვანა ცოლად. ისინი გასული წლის ბოლოს დაშორდნენ ერთმანეთს. წყვილს 8 წლის ვაჟი ჰყავს.
მსახიობი იშვიათად საუბრობს პირად ცხოვრებაზე და ცდილობს მედიისგან დისტანცია მაქსიმალურად შეინარჩუნოს, რაც მის იდუმალ იმიჯს კიდევ უფრო ამყარებს.


დღეს ლუი გარელი თანამედროვე ფრანგული კინოს ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და მრავალმხრივ არტისტად ითვლება.
