LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Linkin Park-ის ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა

81

ჯგუფ Linkin Park-ის ვოკალისტმა, ჩესტერ ბენინგტონმა თავი მოიკლა. მუსიკოსი გარდაცვლილი საკუთარ სახლში რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ბენინგტონი 41 წლის იყო.

ვარსკვლავს მეუღლე და ექვსი შვილი ჰყავდა, რომელთა ნაწილიც მას წინა ქორწინებიდან შეეძინა. წლების მანძილზე ჩესტერი ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის დამოკიდებულებას ებრძოდა. რამდენიმე ინტერვიუში მან არაერთხელ აღიარა, რომ ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმის გამო თვითმკვლელობაზე ხშირად ფიქრობს.

ჯგუფი Linkin Park 1996 წელს დაარსდა.  პირველი საერთაშორისო წარმატება მან 2000 წელს გამოშვებული სადებიუტო ალბომით “Hybrid Theory” მიიღო.  კოლექტივის უკანასკნელი დისკი “One More Light რამდენიმე თვის წინ გამოვიდა.

სულ ჯგუფის ანგარიშზე 7 სტუდიური ნამუშევარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები