ჯგუფ Linkin Park-ის ვოკალისტის ქვრივმა ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალებამდე 36 საათით ადრეა გადაღებული. ტალინდა ბენინგტონმა ვიდეო საკუთარ „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა.
„ასე გამოიყურებოდა დეპრესია გარდაცვალებამდე 36 საათით ადრე. მას ძალიაბ ვუყვარდით ჩვენ და ჩვენ ძალიან გვიყვარდა ის“, – დაწერა მან.
შეგახსენებთ, რომ 41 წლის მუსიკოსი 20 ივლისს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ლოს-ანჯელესის პოლიციის ცნობით, Linkin Park-ის ვოკალისტის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა.
This is what depression looked like to us just 36 hrs b4 his death. He loved us SO much & we loved him. #fuckdepression #MakeChesterProud pic.twitter.com/VW44eOER4k
— Talinda Bennington (@TalindaB) September 16, 2017