Linkin Park-მა ჩესტერ ბენინგტონის მონაწილეობით კიდევ ერთი კლიპი გამოუშვა. ვიდეო მუსიკოსის მონაწილეობით სხვადასხვა ლაივებით არის შეკრული.
სიმღერა „Crawling“ ჯგუფის პირველ ალბომში „Hybrid Theory“ შედის და ის ჩესტერის გამოსვლების შავ-თეთრი მომენტებისგან შედგება. „ამ საკონცერტო ალბომს ჩვენს ძმას, ჩესტერს ვუძღვნით, რომელმაც „One More Light Live“-ში მთელი გული და სული ჩადო“, -განაცხადეს კოლექტივის წევრებმა.