Linkin Park-ის სოლისტი ჩესტერ ბენინგტონი 29 ივლისს, კალიფორნიაში მდებარე მისივე სახლის მახლობლად, პალოს-ვერდეს-ესტეიტის ბოტანიკურ ბაღში დაკრძალეს.
ცერემონიას რამდენიმე ასეული ადამიანი ესწრებოდა – მუსიკოსის ოჯახის წევრები და მეგობრები. გამკაცრებული იყო დაცვაც, რათა ადგილი არ ჰქონოდა უსიამოვნო ინციდენტებს.
რადგან მუსიკოსის ოჯახმა დაკრძალვის დახურულად წარმართვა მოინდომეს, ბენინგტონის თაყვანისცმემლებმა საკუთარი გამოსამშვიდობებელი ცერემონია მოაწყეს.
დაკრძალვაზე მისულ თითოეულ ადამიანს ხელზე ჯგუფის კონცერტის ვიპ-ზონაზე მიღებული სპეციალური სამაჯური ეკეთა.
შეგახსენებთ, რომ ჩესტერ ბენინგტონი საკუთარ სახლში გარდაცვლილი 20 ივლისს იპოვეს. 41 წლის მუსიკოსმა თავი მოიკლა.

