LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალების საბოლოო მიზეზი ცნობილია

176

Linkin Park-ის სოლისტის, ჩესტერ ბენინგტონის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მუსიკოსის სხეულში ალკოჰოლი და ნარკოტიკი აღმოაჩინეს. კერძოდ კი, ბენინგტონის სისხლში MDMA-ს (ექსტაზის) კვალს მიაგნეს.

მუსიკოსის ოთახში პოლიციელებმა დამამშვიდებელი და ალკოჰოლით სავსე ჭიქა იპოვეს. იქვე იყო ლუდის ცარიელი ბოთლი და მისივე ხელით დაწერილი ავტობიოგრაფია.

როგორც ბენინგტონის მეუღლემ განაცხადა, წარსულში ვარსკვლავი დეპრესიით იტანჯებოდა. თავის მოკვლა მან 2006 წელსაც სცადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები