LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლოს ანჯელესის პოლიციამ BMW-ს ელექტროქარებში 10 მილიონი გადაიხადა, თუმცა არ იყენებს

34

აშშ-ს პოლიციამ 10 მილიონი დოლარის ღირებულების BMW-ს ელექტროქარები შეიძინა, თუმცა არ იყენებს. ლოს ანჯელესის პოლიცია შეძენილი ასი BMW i3-დან მხოლოდ მცირე ნაწილით სარგებლობს. ეს ავტომობილები სამართალდამცავი ორგანოების „გამწვანების“ ეკოლოგიური პროგრამის ნაწილი გახდა. პოლიციის თანამშრომლები ელექტროქარებით მხოლოდ პირად საქმეებზე დადიან. ეს ამბავი ადგილობრივმა ტელევიზიამ KCBS-TV-მ გამოიძია.

ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა BMW-სთან კონტრაქტი ორი წლით გააფორმა. პოლიციამ ლიზინგით ასი ელექტროქარი i3 აიღო, ასევე შეიძინა დასატენი სადგურებიც – მთლიანობაში გარიგების თანხამ 10,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ავტომობილების გამოყენება სამსახურებრივ ტრანსპორტად იგეგმებოდა.

როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ორი წლის განმავლობაში ელექტროქარების უმრავლესობას ათასი კილომეტრიც კი არ აქვთ გავლილი. ხოლო, ყველაზე „ნახმარი“ ავტომობილის გარბენი სამი ათას კილომეტრს არ აღემატება. ამასთან, i3-ებით თანამშრომლები სილამაზის სალონებში, რესტორნებში ან ბავშვებთან სკოლაში დადიან.

ჟურნალისტებმა პოლიციელები გადასახადების გადამხდელთა თანხების განიავებაში დაადანაშაულეს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციამ უბრალოდ რეკლამა გაიკეთა, ნაცვლად იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი ნამდვილად გამოეყენებინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები