ლოს-ანჯელესში ვინტაჟური სპორტქარების მეპატრონემ ავტომობილები ხანძარს უჩვეულო მეთოდით გადაარჩინა. უნიკალური მოდელები მხოლოდ იმან გადაარჩინა, რომ მეპატრონემ ისინი „მაკდონალდის“ სიახლოვეს დააპარკინგა. გამოცემა The Drive-ის ინფორმაციით, ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო რომელიც სწრაფი კვების ობიექტის პარკინგზეა გადაღებული. კადრებში აღბეჭდილია უნიკალური ძვირადღირებული მანქანები, რომელიც ღამით ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა დატოვა. ასეთი არასტანდარტული მეთოდით მეპატრონემ რარიტეტების სტიქიისგან გადარჩენა გადაწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ ლოს-ანჯელესის ქუჩებში ძვირადღირებული ავტომობილის ნახვა დიდ იშვიათობას არ წარმოადგენს, ქსელის მომხმარებლები „მაკდონალდის“ პარკინგზე დატოვებული მილიონ დოლარად შეფასებული ვინტაჟური მოდელების ნახვამ მაინც გააოცა. უცნობმა მეპატრონემ იქ რარიტეტული Mercedes-Benz 190SL და 300SL Gullwing, Ferrari F430, და ასევე Ford Mustang შეინახა.
კომენტარებში აღნიშნეს, რომ 2 დღის შემდეგ უნიკალური ავტომობილები სადგომიდან გაიყვანეს. ქსელის მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ამ გზით ერთ-ერთმა ადგილობრივმა თავისი კოლექცია ხანძრისგან იხსნა.