LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „ხაბეიშვილს, ჰოლივუდის ღიმილით რომ დადიოდა ამერიკაში, ელვა-დეპეშა გაუგზავნეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ კარგი იქნებაო, არ მგონია, ჩამოუსწროს“

213
Untitled design

„ქართულ საზოგადოებას ნაკლებად აღელვებს ხაბეიშვილი-მელიადან რომელი იქნება ორიგინალი და რომელი ასლი „ნაცი“. მთავარი არის ის, რომ პროცესი, რასაც „ნაცმოძრაობის“ დანგრევა ჰქვია, დასრულდა“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებსა და ნიკა მელიას მიერ  პარტიის დატოვებაზე საუბრის დროს განაცხადა.

ნიკა მელია: „ვაფუძნებ ჩემს პარტიას და ეს პარტია ქართული დემოკრატიისთვის ძალიან ბევრს გააკეთებს“

„ის ლოგიკური დასასრული ვნახეთ, რასაც ვამბობდით, რომ „ნაცმოძრაობა“ დასრულდებოდა როგორც პოლიტიკური ძალა. დე-იურე ეს როგორ გაფორმდება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ჩვენ ვნახეთ, რომ ხაბეიშვილს, რომელიც ჰოლივუდის ღიმილით დადიოდა ამერიკაში და ვიზიტებს აწარმოებდა, ელვა დეპეშა გაუგზავნეს და უთხრეს, შენი პარტია აპარატზეა მიერთებული და ცოცხალს თუ ჩამოუსწრებ, კარგი იქნებაო, მაგრამ არ მგონია, ცოცხალს ჩამოუსწროს, რადგან მელიამ დაუანონსა, რომ ძველი „ნაცმოძრაობის“ ნანგრევებზე აპირებს ახალი „ნაცმოძრაობის“ შექმნას..

ახლა რა მოხდება, ორი „ნაცმოძრაობა“ იქნება, ახალი, ძველი, უახლესი თუ შუა „ნაცმოძრაობა“ შეიქმნება, ეს დამოკიდებულია იურიდიულ ტექნიკაზე, თუ როგორ გააფორმებენ ამ ყველაფერს.

ამ ორივე „ნაცმოძრაობას“, დიდი ალბათობით, შეიძლება საერთოდ გამორჩეს 2024 წლის არჩევნები, ისე არიან ერთმანეთს გადაკიდებულები.

ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობდით და ამერიკაში ამას წარმატებულს უწოდებს ხაბეიშვილი, კარგია, ასეთი წარმატებით გააგრძელონ მოღვაწეობა“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ნიკა მელიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ გუშინ განაცხადა. მისივე თქმით, აფუძნებს ახალ პარტიას, რომელიც, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს.

„ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევი იყო არა სწორი პოლიტიკური გათვლით, არამედ პირადი ბრაზით და ამბიციით“ – ფავლენიშვილი პარტიიდან მელიას წასვლაზე

„თუ რუსულ რეჟიმთან გულწრფელად გინდა ბრძოლა, უნდა იყო მიშას გვერდით და მიშას გუნდში“ – გია ბარამიძე ნიკა მელიას პარტიიდან წასვლაზე

არჩილ თალაკვაძე: ფაქტია, რომ ნიკა მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია დღეს კიდევ უფრო მეტად დაშლილია

სამადაშვილი: „მელია ღირებული პოლიტიკოსია.. „ლელო“ ითანამშრომლებს ყველასთან, ვინც მიიჩნევს, რომ რუსული რეჟიმის დამარცხება გვჭირდება, მაგრამ მომავალი ენმ-ის ერთპარტიული მმართველობის აღდგენას არ ნიშნავს“ 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g