რაც დრო გადის, 62 წლის მადონა უფრო და უფრო ახალგაზრდავდება. ეს არ არის უბრალოდ სიტყვები, ამაში თავად შეგიძლიათ დარწმუნდეთ. არტისტი „ინსტაგრამ“ გამომწერებს უახლესი ფოტოებით საკმაოდ ხშირად ანებივრებს და მათ აღფრთოვანებასაც იწვევს.
როცა ასაკი უბრალოდ ციფრებია – 62 წლის მადონა „გუჩის“ შორტებში პოზირებს
ამჯერად მადონამ მისი ძველი, ერთგული მეგობრის, ჯან-პოლ გოტიეს უახლესი ქმნილება მოირგო და ოსტატურად პოზირებდა ფოტოობიექტივის წინაშე. მას ტყავის შარვალი და გამჭვირვალე შავი ზედა ეცვა.
„გოგონები პოზირებაზე უარს არასდროს ამბობენ, დიდი მადლობა ჟან-პოლ გოტიეს თვალწარმტაცი სამოსისთვის“, – არტისტმა.
ცნობისთვის, პოპის დედოფალი და დიზაინერი 80-იანი წლებიდან მეგობრობენ. გოტიე მადონასთვის არაერთი საკულტო კოსტიუმი აქვს შექმნილი.


