LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონამ დევიდ გეტასთან თანამშრომლობაზე მისი ზოდიაქოს გამო უარი თქვა

384
safe-image

„გრემის“ 7 გზის მფლობელმა, პოპ-ვარსკვლავმა მადონამ ფრანგ დიჯეისთან და პროდიუსერთან, დევიდ გეტასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა. ამის მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები, ზოდიაქოს ნიშანი გახდა. აღსანიშნავია, რომ  გეტა ზოდიაქოთი მორიელია, მადონა კი ლომი.

დევიდ გეტამ ინტერვიუში განაცხადა, რომ მადონა მისი შემოქმედებით აღფრთოვანებული იყო და აპირებდა, რიგით 12-ე სტუდიურ ალბომზე, MDNA-ზე მასთან ეთანამშრომლა, თუმცა, როგორც კი მისი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ გაიგო, საქმიანი შეხვედრა ცივად, მაგრამ ცივილურად დატოვა და მასთან თანამშრომლობაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

„ჩვენ ვსადილობდით, ვსაუბრობდით მუსიკაზე, ყველაფერი იდეალურად იყო. უეცრად მას სახე შეეცვალა და მითხრა, – ბოდიში, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, სასიამოვნო იყო შენი გაცნობაო, ეს მითხრა, ადგა და წავიდა“, – გაიხსენა „გრემის“ მფლობელმა დევიდ გეტამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები