მადრიდის უნივერსიტეტიდან მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა უფასო საქალაქო აპლიკაცია სახელად – Navidad Accesible ანუ „ხელმისაწვდომი შობა“. პროგრამა მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი და მათ დაეხმარება რომ საშობაო ატმოსფეროთი დატკბნენ.
ამისათვის აპლიკაციაში ხმოვანი აღწერის სისტემაა ჩამონტაჟებული. ეს გულისხმობს აუდიოჩანაწერს, რომელიც ხალხს უყვება იმის შესახებ თუ რა არის მათ წინ, თანაც მომხმარებელს სურვილის მიხედვით სამიდან ერთი დიქტორის არჩევა შეუძლია.
სისტემა ავტომატურად აქტიურდება, როდესაც მომხმარებელი რომელიმე საშობაო ობიექტის გეოლოკაციას ეძებს. ამ დროს ირთვება აუდიო, სადაც განათებები, ფერები, შეგრძნებებია აღწერილი. გარდა ამისა, ამა თუ იმ საახალწლო კომპოზიციის შექმნის ისტორიის მოსმენაც შეიძლება.
საშობაო ტური მთლიანობაში 31 ლოკაციას მოიცავს და აპლიკაციას ყოველდღიურად განაახლებენ. ამ ეტაპზე ის მხოლოდ ესპანურ ენაზეა ხელმისაწვდომი.