ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, საპროტესტო გამოსვლებსა და „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ საყოველთაო-სახალხო შეკრებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ნეტავ კიდევ რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაუტარებია მიტინგი მთავრობას? რა უცნაურობაა, მიტინგი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და ხელისუფლება ვის წინააღმდეგ გამოხატავს პროტესტს ქუჩაში დგომით? იმათ წინააღმდეგ, ვინც ხელისუფლების მიმართ პროტესტს გამოხატავს? როგორ აბსურდულად ჟღერს.
და წინა დღეებში თუ უნდოდათ რეგიონებში მცხოვრებლებს პროტესტის გამოხატვა, მათ რატომ არ დაეხმარა მთავრობა ტრანსპორტირებაში? მათი მთავრობა არ არის? ან ეს სცენა რომ დამონტაჟდა, გუშინდელი აქციის მონაწილეებს რატომ არ ჰქონდათ მისი გამოყენების უფლება? რადგან იქ ხელისუფლების საწინააღმდეგო მესიჯები უნდა გაჟღერებულიყო, იმიტომ? რანაირი ლოგიკაა?“ – წერს მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში.
ნეტავ კიდევ რომელიმე ქვეყანაში თუ ჩაუტარებია მიტინგი მთავრობას? რა უცნაურობაა, მიტინგი პროტესტის გამოხატვის ფორმაა და…
Posted by Maia Butsashvili on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024