გიო ხუციშვილის მეუღლე, მაია ჯორჯაძე ჟურნალ „თბილისელებს“ ნანატრი შვილიშვილის დაბადების შესახებ უყვება:
„პატარა გიოს დაბადება უდიდესი ბედნიერებაა, მან ჩვენს ოჯახში ყველაფერი შეცვალა. ჩვენი ცხოვრება სულ სხვანაირი გახდა. გაგვახალისა, გაგვაბედნიერა, გათენება გვიხარია და საერთოდ, ყველაფრის კეთება გვაბედნიერებს. თან, ძალიან კარგი ბიჭია. საოცრად ტკბილი.
ზუკას სახლიდან გასვლა არ უჭირს, რაც პატარა დაიბადა?
ძალიან უჭირს. დღეში ცხრაჯერ რეკავს, როგორ არისო, კითხულობს. მამამისიც ეგრე იყო სულ უნდა სცოდნოდა, როგორ ვიყავით და ზუკაც მუდმივად ინტერესდება, როგორ არიან ქეთიც, ბავშვიც, თუმცა უნდა იმუშაოს, ამის გარეშე არაფერი გამოვა.
გიოსა და ზუკას შორის ძალიან დიდი მსგავსებაა. ზუკაც ძალიან მეოჯახეა. სულ იმაზე ფიქრობს, რომ სახლისთვის რაღაც შეიძინოს, ოჯახს არაფერი მოაკლოს, მუდამ ყურადღებითაა, რომ არაფერი გამორჩეს. გიოც ზუსტად ასეთი იყო, მამას ძალიან ჰგავს და ბევრ რამეში თვითონაც იჭერს მსგავსებას…“