მალაიზიაში გადაწყვიტეს, რომ თამბაქოსგან თავისუფალი ახალი თაობა შექმნან, ამიტომ 2005 წლის შემდეგ დაბადებულ მოქალაქეებს სიგარეტის შეძენის საშუალებას აღარ მისცემენ.
გამოცემა The Straits times-ის ინფორმაციით, ასეთი იდეა მთავრობას ბოლოდროინდელი სტატისტიკის შესწავლის შემდეგ გაუჩნდა. საქმე ისაა, რომ მალაიზიაში გარდაცვალების მიზეზებს შორის თამბაქო და მისი მოხმარებით გამოწვეული დაავადებები პირველ ადგილს იკავებს.
აკრძალვის ამოქმედების შემთხვევაში, ის მოზარდები, რომლებსაც ახლა 17 წელი შეუსრულდათ, თამბაქოს შეძენას კანონიერად ვეღარ შეძლებენ. ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კანონის ამოქმედება 2024 წლიდან იგეგმება.