დიეგო მარადონა უმცროსი ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კურიერი P.S.-ის ექსკლუზიური ინტერვიუში საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის გამორჩეული მოთამაშეა.
მისივე თქმით, ხვიჩა უშიშარია და განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით სხვებისგან განსხვავდება.
„მამა დღევანდელი ნაპოლით ძალიან იამაყებდა, რადგან გუნდმა არა მხოლოდ გაიმარჯვა, არამედ დაიპყრო და დაამარცხა ყველა და ყველაფერი. ამით ყველა ვამაყობთ. ხვიჩა გამორჩეული ფეხბურთელია. ის არის მოთამაშე, რომელიც რთულ მდგომარეობაშიც კი არ ნებდება და ბურთი წინ მიაქვს. ის უშიშარია, არ ეშინია დარტყმის და დრიბლინგის. ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც გამორჩეული ინდივიდუალიზმი აქვს. მის ასაკში ეს საკმაოდ იშვიათია.
საოცარი იყო ხვიჩას გოლი ატლანტასთან, ეს ნამდვილად მარადონასეული იყო. ერთხელ სპალეტიმ ვახშამზე მითხრა, რომ უძლიერესი ქართველი ფეხბურთელი გადმოჰყავდათ და მალე დაუჯერებელ ამბებს დაატრიალებდა. როდესაც მისი თამაში ვნახე, ვთქვი, ღმერთო, ეს ვინ არის. უძლიერესია, ვიფიქრე რომ ის გადამწყვეტი მოთამაშე იქნებოდა. მგონია, რომ ის მსოფლიო საუკეთესო სამეულში მოხვდება. დიდი სიამოვნებით ვეწვევი საქართველოს, თუ კვარა დამპატიჟებს ხვალვე წამოვალ”, – საუბრობს მარადონას შვილი.