LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამაკაცს სიძესთან კონფლიქტი ჰქონდა, რამდენჯერმე გასროლის შედეგად სიძის მეგობარი დაიჭრა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს – რა განცხადებას ავრცელებს შსს

228
არ გადაკვეთო - პოლიცია

პოლიციამ იმერეთში მომხდარი განზრახ მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პირს სიძესთან, კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით ბრალდებული საჩხერეში, სიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა და იქვე არსებულ ავტოფარეხთან, სადაც მისი სიძის მეგობარი იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. მომხდარის შედეგად სიძის მეგობარი დაიჭრა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g