გარდაცვლილი მომღერლის, ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს ავრცელებს და მამუკა ჩარკვიანს იხსენებს.
მელიტა ფურცელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ მუსიკოსს, მისი შვილის, ლევან კბილაშვილის მიერ ერთ-ერთ კონცერტზე შესრულებული სიმღერები იმდენად მოეწონა, რომ უთხრა – ეს სიმღერები იმდენად შენია, სულ იმღერეო:
„მამუკა ჩარკვიანი… ადამიანი, რომელიც ლევანიკოსთვის განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი … უფრო მეტი იყო
მამუკას შემოქმედებითი საღამო უნდა ჩატარებულიყო ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და ლევანიკოს უთხრა, რომ ორი სიმღერა უნდა ემღერა – “შხარა” და „სატრფიალო”.
საღამო განსაკუთრებული იყო …
ბატონი ჯანსუღიც ესწრებოდა.
იმდენად მოეწონა ლევანიკოს მიერ შესრულებული ეს სიმღერები, რომ უთხრა- ეს იმდენად შენია, რომ გჩუქნი და სულ იმღერეო.
ასეც მოხდა ….
ლევანიკოსთვის ამ ორი სიმღერის პრემიერა და განსაკუთრებით კი „სატრფიალო” – შემდგომ – „სავიზიტო ბარათი” გახდა.
ამ სიმღერის გარეშე არ არსებობდა საღამო, წვეულება, უბრალოდ მეგობრების შეკრება, სახლი – თავისთვის რომ იჯდა და რაღაცას აკეთებდა მაშინაც ამ სიმღერას ღიღინებდა.
რატომ ჰქონდა ასე ამოჩემებული არ ვიცი…
ალბათ ამიტომ ????
„ისე მოვკვდები მე აქ ვიქნები “ – ო ?
ხოდა ასეც არი …. აქ არი … სულ და მარად …
სიმღერა კი … სიმღერა დარჩა უძვირფასეს საჩუქრად ლევანიკოსა და მისი ოჯახისთვის მამუკა ჩარკვიანისგან სახსოვრად
მშვიდობით ლევანიკოს მამუკა
კაცი, რომელმაც ისე იცხოვრა – სულ აქ იქნება – არსად წავა
„შენ ჩამომსელი ციდან არა ხარ”
მ შ ვ ი დ ო ბ ი თ“ – წერს მელიტა ფურცელაძე.
მამუკა ჩარკვიანი 😭 ადამიანი, რომელიც ლევანიკოსთვის განსაკუთრებულს ვერ ვიტყვი … უფრო მეტი იყო 😭 მამუკას შემოქმედებითი…
Posted by Melita Purceladze on ოთხშაბათი, 20 აგვისტო, 2025