LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ“ – რუსუდან ფეტვიაშვილი ილია მეორეზე

744
2026-03-19_22-29-28_980641

მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ, – ამის შესახებ მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ „საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება“ და საქართველო „ბეწვის ხიდზე გაივლის“.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი იყო მშვიდობის გარანტი. მისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი. სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება, ურთიერთთანხვედრა, გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ. ადამიანის გარდაცვალება არ ნიშნავს, რომ გაქრა ეს ადამიანი, გარდაიცვალა, სხვა სივრცეში არსებობს.

მან ერთხელ თქვა, როდესაც თქვენ გაგიჭირდებათ და მე აღარ ვიქნები, გარდავიცვლები, თქვენ შეგიძლიათ მომმართოთ ისე, როგორც ცოცხალს და თქვენს თხოვნას შევასრულებ. დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოში დიდი ძვრები არ იქნება. მთელი მსოფლიო იძვრის, მიწისძვრასავითაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ და უწმინდესიც დარწმუნებული იყო, რომ ბეწვის ხიდზე გავივლით“, – განაცხადა რუსუდან ფეტვიაშვილმა.

დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი – სამების ტაძარში ჯებირები მოეწყო, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე, ასევე ის, თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი – კვირას ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

შსს – კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები