LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარინა გვახარია: „ბევრ „ძველი თაობის“ ექიმს, რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებს ამ თაობის ასეთი პოპულარობა, რადგან გულის სიღრმეში იციან, რომ უიმედოდ არიან ჩარჩენილები მშობლიურ ჭაობში…“

4876
gogoberidzenw45

კალიფორნიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მარინა გვახარია ვრცლად წერს იმის შესახებ, თუ როგორ არ უყვართ საქართველოში პერსპექტიული და ნიჭიერი ახალგაზრდები და თავის დროინდელ სამედიცინო ინსტიტუტსაც იხსენებს.

გიორგი ღოღობერიძე „პრაიმშოუზე“ განაწყენებულია: „მხოლოდ ხალხის დახმარება მინდოდა და მინდა…“

„საქართველოში არ უყვართ ბავშვები. (საკუთარზე არაა „ბაზარი“ და ნუ გადავირევით ახლა.)

მეტსაც გეტყვით – საქართველოში არ უყვართ ახალგაზრდები და განსაკუთრებით კი ნიჭიერი, პროფესიონალი და პერსპექტიული ახალგაზრდები.

ჩემი თაობის მედინსტიტუტს გადარჩენილებს გემახსოვრებათ მონსტრების „სასტავი“…

ამ ზოოპარკში საოცრად გამოირჩეოდა გუგა კუზანოვი: ბრწყინვალე ქირურგი, დახვეწილი ჯენტლმენი: ახალგაზრდების დიდი ქომაგი და მხარდამჭერი. რა ცუდია, მისი ოჯახის წევრი რომ ასე სჭრის თავს საჯაროდ.

მე ვისწავლე ბევრი რამ ბატონი გუგასგან, მათ შორის, როგორ უნდა მოეპყრო ახალგაზრდა მომავალ კოლეგას ისე, რომ თან თვითშეფასება არ დაუზიანო და თან ასწავლო რაც შეიძლება ბევრი. რძალმა აშკარად ვერ დასძლია ეს სფერო. სამწუხაროა.

მოკლედ, რა ხდება: საჯარო სივრცეში გამოჩნდა რამდენიმე უმაგრესი ახალგაზრდა ქართველი ექიმი, რომლებიც სრულიად თანამედროვე სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, აქვთ მედიცინის ღრმა ცოდნა და უკვე უზარმაზარი გამოცდილება. ვინმე გამომრჩება აუცილებლად და მომიტევეთ, მაგრამ ჩემი დღის დიდად სასიამოვნო ნაწილია აქ შემოსვლა და მათი სტატუსების გაცნობა – თან ყოველთვის რაღაცას ახალ ვსწავლობ და თან სიამაყის განცდით ვტკბები. დიდი მადლობა მათ Bidzina Kulumbegov Jaba Zarkua არჩილ მარშანია, Nana Gegetchkori Mari Lipartia  Beka Bakhtadze Davit Mrelashvili Mamuka Machaidze .

იმასაც ვამჩნევ, რომ ბევრ „ძველი თაობის“ ექიმს რბილად რომ ვთქვათ, აღიზიანებს ამ თაობის ასეთი პოპულარობა, რადგან გულის სიღრმეში იციან, რომ უიმედოდ არიან ჩარჩენილები მშობლიურ ჭაობში და არაკონკურენტუნარიანები არიან.

ძალიან სასაცილოები და საცოდავები ჩანან.

არადა, თანამედროვე ლიტერატურას რომ ეცნობოდნენ, ეცოდინებოდათ, რომ ვერანაირი პლასტიკური ქირურგია და „შანელის“ ჩანთა ვერ შეუნარჩუნებთ ახალგაზრდობას. მხოლოდ თანამედროვე აზროვნება, მუდმივი სწავლა და სხვებისთვის სწავლება შველის მაგ ამბავს! ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩვენ შემდეგ, ძვირფასებო. ნუ დაკარგავთ  წვალებით გალამაზებულ სახეებს, გთხოვთ.

გიორგი ღოღობერიძეც დაამთავრებს რეზიდენტურას და შეუერთდება საამაყო და პოპულარული ქართველი ახალგაზრდა ექიმების რიგებს.

ძალიან კარგი ახალგაზრდა ჩანს და იმედი მაქვს, ამ სამარცხვინო საქციელს გულთან ახლოს არ მიიტანს. იმასაც ისწავლის, რომ ასეთ სამარცხვინო შოუში არ მივიდეს. თუმცა ისიც მესმის, რომ ანტივაქსერების აღლუმის შემდეგ, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, რომ საპირწონე გზავნილი წარმოადგინო იმავე პლატფორმაზე. ამას დიდი სიმამაცე სჭირდება“.

“ვუსურვებ საქართველოს, უფრო მეტი ასეთი ახალგაზრდა კოლეგა გვყავდეს…” – გიორგი ფხაკაძე გიორგი ღოღობერიძეს სოლიდარობას უცხადებს

„თინა თოფურიასთვის საჯარო ტრიბუნის დათმობა და მისი დამაზიანებელი აზრების გავრეცელებაში მონაწილეობა ნორმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g