LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიტა როხვაძე: „გასულ წელში დავტოვე ის ადამიანები, ვისი იმედიც მქონდა და აღმოჩნდა, რომ არ უნდა მქონოდა… ცოლი ქმარს არ ელაპარაკება, დედა-შვილს, და – ძმას. ასეთი დამოკიდებულებები მალე უნდა დასრულდეს…“

665
მარიტა როხვაძე

ჟურნალ „სარკესთან“ ახალ ინტერვიუში მომღერალი მარიტა როხვაძე ამბობს, რომ რამდენიმე მეგობარს გამოემშვიდობა:

„გასულ წელში დავტოვე ის ადამიანები, ვისი იმედიც მქონდა და აღმოჩნდა, რომ არ უნდა მქონოდა. რამდენიმე უახლოესი ადამიანით დიდი იმედგაცრუება ვიგრძენი. სულ მეგონა, რომ გავიზარდე, აღარასოდეს არავისგან არაფერი მეწყინებოდა… მეგონა, რომ ვიცოდი ადამიანების ამოცნობა, მაგრამ გასულმა წელმა მაჩვენა, რომ ცხოვრებისგან ჯერ კიდევ ბევრი უნდა ვისწავლო…

ეს გულისტკივილი ხომ არ არის განპირობებული იმით, რომ დღეს საზოგადოებაში დიდი დაპირისპირებაა, პოლიტიკურმა შეხედულებებმა ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი თქვენს იმედგაცრუებებში?

მე ყოველთვის პატივს ვცემ ყველა ადამიანს, თავისი შეხედულებებისა და აზრების მიუხედავად, უბრალოდ, ურთიერთობა მაშინ ფუჭდება, როდესაც მე პატივს ვცემ შენს აზრებს და შენ პატივს არ სცემ ჩემს აზრებს. ცალმხრივი ურთიერთობა არაფერში ვარგა. ქვეყანაში მართლა დაძაბული ურთიერთობაა, ცოლი ქმარს არ ელაპარაკება, დედა- შვილს, და – ძმას. ასეთი დამოკიდებულებები მალე უნდა დასრულდეს. ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს მდგომარეობა ყველა სფეროს და ყველა ურთიერთობას შეეხო. რა გულისწყვეტებიც მაქვს, ამაზე არც მინდა ლაპარაკი…

მარიტა როხვაძესთან ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 8 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g