მომღერალი მარიტა როხვაძე პირადი ცხოვრების შესახებ ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მეუღლესთან თანაცხოვრების პირველი წელიწადი საინტერესო აღმოჩნდა:
„საინტერესო იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ბევრად კარგად შევიცანით ერთმანეთი, განსაკუთრებით, მოგზაურობის პერიოდებში. ვცდილობ, ჩემი ცხოვრება რუტინას არ დაემსგავსოს, სამსახური, სახლი, ამიტომ როდესაც დრო და საშუალება გვაქვს, ვალაგებთ ჩემოდნებს და ვირჩევთ ახალ ქვეყანას სამოგზაუროდ. ქალაქგარეთ გასვლებიც გვიყვარს.
ყველაზე მნიშვნელოვანი და დიდი მოვლენა რა არის, რომელიც გინდათ, რომ ამ წელიწადში თქვენს ცხოვრებაში მოხდეს?
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე ალბათ იქნება, თუ ჩემნაირი პატარა მეყოლება. ვთვლი, რომ ახლა და ამ ეტაპზე სრულად მზად ვარ იმისთვის, რომ დედა გავხდე. უკვე ბევრი რამ ვნახე, ბევრი ეტაპი გავიარე, ახლა კი ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ მთელი ეს ჩემი სიყვარული და მზრუნველობა ბავშვზე გადავიტანო. სხვათა შორის, როცა ამ საკითხზე ვფიქრობ, ასე მგონია, პირველი გოგო მეყოლება. ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ 2025 წლის ბოლოს ჩემთან ინტერვიუში უკვე დედის ამპლუაში მიხილავთ!..
მარიტა როხვაძესთან ინტერვიუს ვრცლად ჟურნალ „სარკის“ 8 იანვრის ნომერში წაიკითხავთ.