LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მართა რამიშვილი: „მანქანაში როცა ვჯდები, ყოველთვის ისმის – „თუ შეიძლება, მართა რამიშვილის „ქრება ზღაპარი“ გაუშვით“… ძალიან კარგი შეგრძნებაა, მთელი გზა ღიმილით მივდივარ ხოლმე…“

230
მართა-რამიშვილი

რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის საახალწლო გადაცემას „არის 2026“ მართა რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მსმენელს სიმღერა „ყვავილები თოვდა“ წარუდგინა.

მართა, როგორია საახალწლო განწყობა?

ახალი წელი ჩემი ყველაზე საყვარელი დღესასწაულია.

როგორ შეაჯამებდი 2025 წელს?

2025-მა ძალიან ბევრი ახალი რამ მომიტანა, მაგალითად, სიმღერების ახალი ვერსიები,

2025 წელმა კიდევ უფრო მეტი ცნობადობა და პოპულარობა მოგიტანა, როგორი შეგრძნებაა ეს ყველაფერი?

ძალიან მიხარია ეს ყველაფერი.

ცეკვაზე დავდივარ და წასვლისას, მანქანაში როცა ვჯდები, ყოველთვის ისმის – „თუ შეიძლება, მართა რამიშვილის „ქრება ზღაპარი“ გაუშვით“ და ძალიან კარგი შეგრძნებაა, მთელი გზა ღიმილით მივდივარ ხოლმე.

როგორ ხვდები ახალ წელს?

წელს, საქართველოში არ აღვნიშნავთ ახალ წელს, მივდივართ ისრაელში, სადაც კონცერტი გვექნება და შევასრულებ ჩემს ორ სიმღერას, „ქრება ზღაპარი“ და „ყვავილები თოვდა“.

გჯერა თუ არა ბედობის?

ბედობას ახლა უფრო ვაქცევ ყურადღებას, ვიდრე ადრე. ამ დღეს უფრო მშობლებთან ერთად ვართ, ვსეირნობთ. ასევე, მეგობრებთან ერთად გავდივარ ხოლმე, რომ ერთმანეთი დაგვებედოს.

ვიცი, რომ სახლში ბევრი ნაძვის ხე გაქვს… ამაზეც მოგვიყევი.

საერთოდ, სახლში 3 სართული გვაქვს და ძალიან გვინდა, რომ  ეს სამივე სართული ასე ლამაზად გვქონდეს. სამივე სართულზე დიდი ნაძვის ხე გვაქვს, მაგრამ მესამე გრანდიოზულია.

რა ფერებში გაქვს მორთული ნაძვის ხეები?

პირველ სართულზე უფრო წითელი და თეთრია, მეორე სართულზე ყველანაირი ფერია, მესამეზე გვაქვს თეთრი და ლურჯი, ჩემი და დედას საყვარელი ფერი.

მოგვიყევი სიმღერაზე „ყვავილები თოვდა“.

ეს არის ზურა მანაგაძის სიმღერა, რომელსაც ბუკა მანაგაძე ასრულებდა. ვერსია ცირა ბზიშვილს ეკუთვნის.

მართა რამიშვილი – ყვავილები თოვდა

გადაცემის აუდიოჩანაწერი

მართა რამიშვილი. “არის 2026” წინასაახალწლო გადაცემა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები