LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს.. რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული“ – ზვიად კორძაძე 

1373
ფორტუნა - 2023-03-17T110044.770

ადვოკატი ზვიად კორძაძე უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილისა და მწერალ დათო ტურაშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ დათო ტურაშვილის სახით, პირველად ნახა „ასე გულნატკენი ადამიანი“.

„ახლა ვნახე დათო ტურაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში.

ასეთი უცნაური რამე დამემართა, მიხეილ ყაველაშვილმა მომიხსენია – ასეთი შეურაცხყოფა არავის მოუყენებია – რას პასუხობს ტურაშვილი ყაველაშვილს

ბოლო პერიოდია ქართულ ტელესივრცეში ყველანაირ ემოციას ნახულობ: ბრაზი, სიყალბე, ვითომ აღშფოთება, მართლა აღშფოთება, გამწარება, სასოწარკვეთა …

„რა მხედრიონი, რა ავტომატი, რა ფული?!... ერთადერთი, რისიც მე და ჩემს ოჯახს გვეშინია ხოლმე, ისაა, რომ ამ ქვეყნის გამო ერთხელაც გული გაუსკდება” - რას წერს დატო ტურაშვილის შვილი

„მამაჩემის თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული ლუკმა პურით ვართ გაზრდილები...მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა და გთხოვთ არ მიაწოდოთ ის ამბები რაც აქ ხდება” - ანაკო ტურაშვილი

აი, მართლა პირველად ვნახე ასე გულნატკენი ადამიანი, თან ადამიანი, რომელსაც მართლა გული აწუხებს და ის რამდენიმე წუთი, რაც საუბრობდა, დამერწმუნეთ პირდაპირი მნიშვნელობით გულზე ურტყამდა. (დამეჯერება) ხმაზეც ეტყობოდა, თვალებზეც და საუბარზეც.

რად გიღირთ, ადამიანს დააბრალოთ არარსებული რაღაცები და ასე ატკინოთ გული. მართლა არ მესმის, რაა ის ღირებულებები, რასაც ემსახურებით“, – წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე სოციალურ ქსელში.

ან დამიმტკიცებ, ან ბოდიშს მოიხდი – ყაველაშვილი ტურაშვილს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g