LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მარტო დარჩენის მეშინოდა“ – ჯეი ლოს მორიგი აღიარება და უზადო „ლუქი“

236
page

ჯენიფერ ლოპესის აღიარებების კასკადი გრძელდება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, 54 წლის არტისტი გადაცემებს ინტენსიურად სტუმრობს და თავისი სასიყვარულო ალბომის, This Is Me… Now-ის შესახებ დეტალებს ჰყვება.

ჯეი ლო აცხადებს, რომ ბენთან ქორწილის ჩაშლის შემდეგ, მას კიდევ რამდენიმე თვე ხვდებოდა – უახლესი ინტერვიუ

ამჯერად არტისტი კელი კლარკსონის გადაცემაში იყო სტუმრად. ამ დღეს ის, როგორც ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მას კრემისფერი, საოცრად ორიგინალური ორეული ამშვენებდა. ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მანამ, სანამ ბენთან ურთიერთობას აღადგენდა, მარტო დარჩენის ეშინოდა.

„მე უზომოდ მეშინოდა მარტო დარჩენის, გამუდმებით ვცდილობდი გამომემუშავებინა უნარი, რათა მარტო ყოფნა შემძლებოდა. ის, რაც შემდეგ მოხდა, არ არის ზღაპარი, ეს რეალური ზღაპარია“, – აცხადებს ჯეი ლო.

„შენი სხეული მენატრება“ – ჯეი ლოს ახალი სიმღერა პიკანტური დეტალებით ბენზე და არტისტის უახლესი გამოჩენა ვარდისფერ კაბაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები