LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაშველებმა მამაკაცი ადიდებული მდინარიდან უვნებლად გამოიყვანეს (ვიდეო)

152
Capture

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  “112”-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, მამაკაცი მდინარე რიონში სათევზაოდ შევიდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ წყლის დონის მატება გამოიწვია და 46 წლის მოქალაქეს წარმოქმნილი კუნძულიდან გადადგილების საშუალება აღარ მისცა.

ადგილზე იმერეთის ორი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი გამოცხადდა. მაშველები ადიდებულ მდინარეში ნავის საშუალებით შევიდნენ და მამაკაცი უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გაიყვანეს.

მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

პოპულალურები