LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მასიური ვაქცინაციის გარეშე “ნორმალური“ ცხოვრების დაბრუნება შეუძლებელი იქნება, ქვეყნის “გახსნა“ კი საშიში: რევაზ ბოჭორიშვილი

287
46375893-10157070966154236-9088723948836749312-o

“სწრაფად დაწყებული მასიური ვაქცინაციის გარეშე “ნორმალური“ ცხოვრების დაბრუნება შეუძლებელი იქნება,” – ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი Fcebook-ზე წერს.

მისი განცხადებით, მოსახლეობის ვაქცინაციის კუთხით ისრაელია გამორჩეული, რადგან ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაუ უშუალოდ ხვდებოდა, ვაქცინაციის მოწინააღმდეგე ორთოდოქსებს, რომლებიც დაარწმუნა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის, მოსახლეობის ვაქცინაცია აუცილებელია.

ბოჭორიშვილის განცხადებით, COVAX-ის დახმარებით, დასაწყისში მოსახლეობის მხოლოდ 3 %-ის აცრაა შესაძლებელი, შემდეგ კი ოპტიმისტური პროგნოზებით, 2021 წლის ბოლომდე, მოსახლეობის მხოლოდ 20%-ის. რევაზ ბოჭორიშვილი წერს, რომ მოსახლეობის სრულად ვაქცინაციისთვის აუცილებლად სხვა წყაროებიც არის მოსაძიებელი.

“ყველაფერს ვაკეთებთ ვაქცინების მისაღებადო… მართლა ყველაფერს ისრაელი აკეთებდა და აკეთებს ვაქცინების ჯერ მისაღებად და მერე ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.

დიახ, ვაქცინების შეძენა ერთი საკითხია და ვაქცინაციის პროცესის წარმატებული წარმართვა მეორე. თუნდაც ის რად ღირს, რომ თავად ნეთანიაუ შეხვდა აცრების მოწინააღმდეგე ორთოდოქს რელიგიურ ლიდერებს (მათ შორის მუსულმან ლიდერებს) და დაარწმუნა ისინი მხარი დაეჭირათ კოვიდ 19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის

ამიტომაცაა რომ ისრაელის მოსახლეობის 50 % უკვე აცრილია, შედეგებიც უკვე თვალნათელია, სერიოზული სამეცნიერო პუბლიკაციებით დადასტურებული და ქვეყანაც იხსნება, გონიერად, უსაფრთხოდ.

ისრაელს ნუ ვედრებითო… არადა თან აგერ ისიც ბრძანეს ღარიბი ქვეყანა არ ვართო…პანდემიის დროს გამდიდრდა ქვეყანა? (ზოგიერთები აშკარად, მაგრამ ეს სხვა საკითხია). თუ ეს ადრეც იცოდნენ და იყო სახსრები, ქუჩების რეცხვას და “ნოუ ხაუებზე“ ფულის გაფლანგვას, უფრო სწორედ მოტეხვას, უკვე შარშან ზაფხულში რატომ არ დაიწყეს ვაქცინებზე ზრუნვა როგორც თუნდაც ისრაელმა ან სხვა ქვეყნებმა? ვიცი რომ კითხვა რიტორიკულია და პასუხიც წინა პოსტშია

COVAX ს რაც შეეხება. ამ პლატფორმით საქართველოსთვის ვაქცინების გარკვეული დოზების გამოყოფა ხელისუფალთა და პირადად წინა პრემიერის უდიდეს მიღწევად ცხადდებოდა და ვაქცინებს უკვე მიღებულად ასაღებდნენ სულ ცოტა ხნის წინ, არადა ესეც მორიგი დაბოლება გახლდათ მხოლოდ.

COVAX ი სწორედ იმისთვის შეიქმნა, რომ მსოფლიოში ყველა ქვეყანას თანაბრად და გარანტირებულად რგებოდა ვაქცინები… ყველას, დიქტატორულ ჩრდილოეთ კორეასაც კი.

PFIZER ის ვაქცინა ცალკე გამოიყო იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სამედიცინო პერსონალის მაღალი სიკვდილიანობა აღენიშნა. საქართველოც ამ ათიოდე ქვეყნის სიაში მოხვდა… ისევე როგორც პერუ, ბოლივია, ბოსნია ჰერცოგოვინა… არ მგონია ეს დიდი დამსახურება იყოს და თან საზეიმო…

სამაგიეროდ, დაწესდა მოთხოვნები ქვეყნების მზაობაზე, რაც ბევრ ნიუანსს გულისხმობდა. თუნდაც ლოჯისტიკურ მზაობას, მოსახლეობის მომზადებას და “კუთვნილის“ დროულ მოთხოვნასაც კი. ავტომატურად არავის არაფერს არ უგზავნიან… სიაში ყოფნა ერთია და რეალური მიღება სხვა…

ყველაფერი აქაა დეტალურად ახსნილი, ამ გვერდზე და მის ბოლოში მოყვანილ ბმულებზე https://www.who.int/…/03-02-2021-covax-publishes-first…

და ბოლოს, COVAX ის დახმარებით შესაძლებელია დასაწყისში მოსახლეობის მხოლოდ 3 % ის აცრა (სამედიცინო პერსონალი, წესით) და შემდეგ კი, 2021 ის ბოლომდე მოსახლეობის მხოლოდ და მხოლოდ 20% ის ! და ესეც ძალიან ოპტიმისტური პროგნოზებით. ხოლო 2022 ის გათვლები და გეგმები ჯერ არც კი არსებობს.

ანუ, ყველა ვარიანტში სხვა წყაროებია საძებნელი და იმის გათვალისწინებით თუ რა ხდება მსოფლიოში, ამისთვის ნამდვილი ბრძოლაა საჭირო.

არადა, სწრაფად დაწყებული მასიური ვაქცინაციის გარეშე “ნორმალური“ ცხოვრების დაბრუნება შეუძლებელი იქნება…დიდხანს…ხოლო ქვეყნის “გახსნა“ უბრალოდ საშიში…” – წერს რევაზ ბოჭორიშვილი.

https://www.facebook.com/netanyahurus/videos/780214845955505

21 თებერვალს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანის პროცესმა ერთი ან ორი კვირით გადაიწია. ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ვაქცინის ასეთი დაგვიანება პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, გეგმის მიხედვით საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში უკვე თებერვლის ბოლოს უნდა ყოფილიყო.

ტერორიზმია, როცა მთელი მსოფლიო აცრას იტარებს და თქვენ კოვიდის დროს ვაქცინა არ შემოგაქვთ: თაკო ჩარკვიანი

მომდევნო კვირას გვეცოდინება, როდის შემოვა საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა: გაბუნია

mazda magti 5g