LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-ის დიზაინერმა ბავშვის ყველაზე უსაფრთხო სავარძელი შექმნა

144
mclaren

ცნობილმა ავტო დიზაინერმა ძალიან უსაფრთხო ე.წ. „ქარ სითი“ დაამზადა. ფრენკ სტეფენსონი, რომელიც Ferrari-ს, Maserati-ს და სხვა ბევრი ცნობილი ბრენდისთვის მუშაობდა, ყველა თანამედროვე McLaren-ის ვიზუალზეა პასუხისმგებელი და ამჯერად თავისი ახალი პროექტი წარადგინა. კოლეგების მსგავსად სპეციალისტმა თავისი კერძო კომპანია Frank Stephenson Design შექმნა და პირველი ნამუშევარი ბავშვი სავარძელი ე.წ. „ქარ სითი“ გამოუშვა. სიახლე, სახელად – Babyark ხასიათდება როგორც „მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ბავშვის სავარძელი“.

Babyark 12 ჩამონტაჟებული გადამცემითაა აღჭურვილი, რომელიც სმარტფონის სპეციალურ აპლიკაციასთანაა დაკავშირებული.

მძღოლს შეტყობინება მისდის იმ შემთხვევაში თუკი სავარძელი არასწორადაა დამაგრებული, თუკი ავტომობილის დატოვების შემთხვევაში ბავშვი სავარძელში დარჩა.

Babyark 2-დან 30 კილოგრამამდე, 125 სანტიმეტრის სიმაღლის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. მშობლებს სავარძლის დამაგრება როგორც გადაადგილების, ასევე მის საწინააღმდეგო მიმართულებით შეუძლიათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები