LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

McLaren-მა სუპერქარების მფლობელებს ღია ფანჯრებით სწრაფად სიარული აუკრძალა

103
McLaren-მა სუპერქარების მფლობელებს ღია ფანჯრებით სწრაფად სიარული აუკრძალა

McLaren-მა სუპერქარების მფლობელებს ღია ფანჯრებით სწრაფად სიარული აუკრძალა. ბრიტანულმა ბრენდმა უჩვეულო უკან გამოწვევის კამპანია დააანონსა. 163 მანქანას შესაძლოა მოულოდნელად უკანა პანელი პირდაპირ მოძრაობის დროს მოსძვრეს. დეფექტი მაშინ იჩენს თავს, როცა სიჩქარე საათში 154 კილომეტრს აღწევს და თან ფანჯრებია ღია.

McLaren 765LT-ის მეპატრონეები დილერებთან ჩივიან, რომ უკანა ფანჯარა ზანზარს იწყებს, ზოგიერთ კლიენტს კი საერთოდ პანელი სძვრება. დეფექტის აღმოჩენა დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა, თუმცა შემდეგ ყველაფერი გაირკვა და მწარმოებელი პრობლემის მოგვარებას უახლოს მომავალში აპირებს.

რისკ ჯგუფშია ჩვეულებრივი McLaren 765LT, რომელიც 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის მაისამდე პერიოდშია გამოშვებული. ავტომწარმოებელმა აღიარა, რომ მისი სტანდარტები დაირღვა და დეფექტიც ამ ფაქტმა გამოიწვია, პრობლემას ისინი აუცილებლად მოაგვარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები