LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „ოპონენტებს პრიმიტიული ლოგიკა აქვთ, რომ ჩინეთი რუსეთის მეგობარია და ვინც მასთან მეგობრობს, რუსია, ეს დამაზიანებელია.. იმდენად, რომ გუშინ ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტზე ნათქვამი სიტყვები უკან წაიღო“

123
მამუკა მდინარაძე

„ჩვენს ოპონენტებს პრიმიტიული ლოგიკა აქვთ, პრიმიტიული ლოგიკაა, როდესაც ჩინეთი რუსეთის მეგობარია და ვინც მასთან მეგობრობს, რუსია, შეიძლება, ბაიდენსაც რუსი უწოდონ, რაც არასწორი და დამაზიანებელია“, –  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს იმდენად დამაზიანებელია, რომ ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტზე ნათქვამი თავისი სიტყვები უკან წაიღო.

მაჭარაშვილი ჟურნალისტებს: „გთხოვთ, აშშ-ის ელჩს, თავი დაანებოთ – პარტნიორულ ურთიერთობებს ვაპირებთ“

„ახალ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ რეალურად აფასებს სიტუაციას, მისი ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობებით“.

„მარტივი და პრიმიტიული ლოგიკები არსებობს. ჩვენს ოპონენტებს პრიმიტიული ლოგიკა აქვთ, რომელსაც მოსახლეობას თავს ახვევენ ხოლმე, თუმცა ჩვენი საზოგადოება ის არ არის, რომელიც პრიმიტიულ ლოგიკას მიიღებს.

პრიმიტიული ლოგიკაა, რომ ჩინეთი რუსეთის მეგობარია და ვინც მასთან მეგობრობს, არის რუსი. სწორედ ასეთ პრიმიტიულ და მდაბიო ლოგიკას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობა“ და მისი ტელევიზიები.

ამ პრიმიტიული ლოგიკიდან გამომდინარე, შეიძლება, დღეს, მათ ბაიდენსაც რუსი უწოდონ, რაც, რა თქმა უნდა, სწორი არ არის და დამაზიანებელია.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ჩინეთის ელჩს განემარტა, რომ ინტერვიუში ჩინეთის პრეზიდენტზე მინიშნება არ ყოფილა და სალომე ზურაბიშვილის პასუხი პუტინს შეეხებოდა

იმდენად დამაზიანებელი, რომ გუშინ სალომე ზურაბიშვილმა ჩინეთის პრეზიდენტზე ნათქვამი თავისი სიტყვები უკან წაიღო“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g