LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებს Nissan Leaf-ის დისტანციური მართვის აპლიკაცია გაუთიშეს

116
1098x1098 (2)

ელექტრომობილ Nissan Leaf-ის მფლობელები ჩივიან, რომ მათთვის გათიშეს NissanConnect EV აპლიკაცია, რომელიც ავტომობილის ზოგიერთი ფუნქციის დისტანციურად მართვის საშუალებას იძლეოდა. პროგრამა ოფიციალურად თავად Nissan-მა დახურა და როგორც  The Guardian წერს, ალტერნატივა ჯერჯერობით არ შეუქმნია.

ცნობილია, რომ პრობლემა ეხება Leaf-ის მოდელებს, რომლებიც 2019 წლის მაისამდეა გამოშვებული, ასევე Nissan e-NV200 ფურგონებს, რომლებიც 2022 წლამდე იწარმოებოდა. აპლიკაცია ამ ავტომობილებთან სრულად 30 მარტიდან შეწყვეტს მუშაობას.

ამის შემდეგ მფლობელები ვეღარ შეძლებენ:

  • ბატარეის დამუხტვის პროცესის კონტროლს
  • სალონის წინასწარ გათბობას ან გაგრილებას
  • ნავიგაციის მარშრუტის მანქანაში გადაგზავნას

ამ ეტაპზე Nissan-ს შემცვლელი გადაწყვეტა არ აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მომავალში შესაძლოა გამოვიდეს ახალი, უფრო თანამედროვე აპლიკაცია, რომელიც უკვე გამოწერის მოდელზე იმუშავებს – ანუ მფლობელებს ფუნქციებზე წვდომისთვის თვიურად ან წლიურად გადახდა მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინ Toyota-სა და Lexus-ის აპლიკაციებსაც შეეხო – გერმანიაში ბენზინის ძრავიანი მანქანებისთვის დისტანციური გაშვების ფუნქცია ეკოლოგიური წესებისა და კანონმდებლობის გამო დაიბლოკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები