„მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის”, – აღნიშნულის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
„ველოდები ჩემი შვილის თანხმობას. აქამდე რაღაცის გამო თავს იკავებდა, ყველა არგუმენტი ჩემთვის არც არის ცნობილი. მიჩვეული ვარ, რომ ყოველთვის ვუჯერებდი ჩემს შვილს, ვფიქრობდი, მას უფრო აქვს ეს ხედვა. იურისპრუდენციასთან კავშირი არ მქონია, მართალი გითხრათ. ყველანაირი მიზეზი შეიძლება იყოს, მაგრამ არ ვიცი, სტრასბურგი როგორ მუშაობს, არ მქონია არანაირი შეხება.
მე სულ მეჩქარება, რადგან ვხედავ, რომ ამ კლინიკაში ბევრი ღირსეული ადამიანია, მედპერსონალის მიმართ თითქოს საყვედური არ მეთქმის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ადამიანი ჯანმრთელობის თვალსაზრისით უკან მიდის. მე პოლიტკომენტატორი არ ვარ, მე ვიბრძვი ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ჩემი სურვილია, სადაც ჩემი შვილი უფრო უსაფრთხოდ იქნება, მინდა, იქ იყოს. საჩივარი დაწერილია, თვითონ ბატონი შალვაც მონაწილეობდა ამაში“, – განაცხადა ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკვე 58 კილოგრამს იწონის – გიული ალასანია
