LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა დაადგინეს კვირის დღე, როცა გულის შეტევა ყველაზე ხშირია

125
235454

მიოკარდიუმის ინფარქტი ყველაზე ხშირად ორშაბათობით ფიქსირდება. ამის შესახებ ირლანდიელი მეცნიერების უახლეს კვლევაშია ნათქვამი.

მეცნიერებმა 2013 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში ინფარქტით საავადმყოფოში მოხვედრილი 10,5 ათასზე მეტი პაციენტის მონაცემი გააანალიზეს.

აღმოჩნდა, რომ კვირის პირველ დღეს ინფარქტი 13%-ით უფრო ხშირად ხდება, ვიდრე სხვა დღეებში. როგორც წესი, შეტევები დილით, 6-დან 10 საათამდე პერიოდში ფიქსირდება.

ახლა ექიმებს იმის გარკვევა მოუწევთ, თუ რასთანაა ეს ფაქტი დაკავშირებული. წინა კვლევამ ორგანიზმის ძილის ციკლთან და სიფხიზლესთან კავშირი გამოავლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები