ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, მელანია ტრამპის ავტობიოგრაფიული წიგნი გაყიდვაში სექტემბერში გამოვა. წიგნის სახელწოდება გახლავთ „მელანია” და როგორც თავად აღწერს, ეს გახვალთ ქალის პირადი პორტრეტი, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.
ამ მემუარებში მკითხველი წაიკითხავს აქამდე უცნობ ისტორიებს და ნახავს ოჯახურ ფოტოებს და ეს იქნება წიგნი, რომელიც შთააგონებს ქალებს. მელანია ტრამპი, დიდი ხანია საჯაროდ არ გამოჩენილა. ცოტა ხნის წინ ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე, მეუღლის დონალდ ტრამპის მხარდასაჭერად მივიდა. 54 წლის ექს-პირველი ლედი აქტიურად იქნება ჩართული დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაში და ეცდება, თეთრ სახლში ისევ პირველი ლედის ამპლუაში დაბრუნდეს.
მელანია ბრწყინავდა წითელი ფერის პიჯაკში, მან მეუღლისადმი სიყვარული საჯარო კოცნით გამოხატა.