LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილს ახალი სიმღერა ექიმმა დაუწერა: „არ მჯერა, რომ ჩემი საოცნებო მომღერალი ჩემს კომპოზიციას ასრულებს…“

2345
მერაბ სეფაშვილი

მერაბ სეფაშვილი „ფორტუნას“ ეთერში თათა სადრაძის საავტორო გადაცემას ART FM ესტუმრა თავისი ახალი სიმღერის პრემიერისთვის. კომპოზიცია ექიმ-უროლოგ გიგი ორაგველიძეს ეკუთვნის, ტექსტი კი გიგის დედას, მაია ხოფერიას, არანჟირება და მასტერინგი – აჩი ოშხერელს.

ვისაუბროთ სიმღერის შესახებ, როგორ ჩაწერეთ და ვინ იყო იდეის ავტორი?

მერაბ სეფაშვილი:

იდეის ავტორი თვითონ გიგი გახლავთ. გიგი არ არის კომპოზიტორი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო მელოდიები აქვს დაწერილი. როცა სიმღერა მოვისმინე, დავიჭირე ისეთი რამ, რომ ჩაწერა გადავწყვიტე. მთავარი მარცვალია დედა-შვილობა, ჩვენ კი მერე ვალამაზებთ ხოლმე ნამუშევარს…

გიგი ორაგველიძე:

მერაბის სიმღერებზე გავიზარდე და ბავშვობიდან მისი ფანი ვიყავი, მაქვს მუსიკალური განათლება, ვუკრავ ფორტეპიანოზე, თუმცა პროფესიით ექიმი-უროლოგი გახლავართ. მუსიკა ბავშვობიდანვე იყო ჩემში, მუდამ ვიყავი მელომანი. სიტყვები არ მყოფნის, იმდენად დაბნეული და ემოციური ვარ, არ მჯერა, რომ ეს პროექტი განხორციელდა და ჩემი საოცნებო მომღერალი დღეს ჩემს სიმღერას ასრულებს. ამისთვის დიდ მადლობას უხდის. ეს მელოდია კომპოზიციად მქონდა შექმნილი, სასიმღერო ვერსია კი ზაზა წურწუმიამ დაამუშავა. მადლობა მას, წლებია, ვმეგობრობთ. მადლობა აჩის, რომ არა ის, ასეთი სიმღერა არ გამოვიდოდა.

სიმღერის პრემიერა – „ფიქრი ფიქრს

აჩი, კადრს მიღმა რა ხდება, მერაბი მკაცრი ხომ არ არის?

აჩი ოშხერელი:

მერაბში ვხედავ უშუალობასა და თავმდაბლობას. იმდენად მოდის შენთან და შენ მიდიხარ მასთან, იდეებს ვამბობთ, ეს ბუნებრივი პროცესია. ნამუშევარს ყოველთვის ეტყობა, გულით არის გაკეთებული თუ არა. ჩავწერეთ სხვადასხვანაირი დუბლები, ეს სამუშაო პროცესია.

მერაბ, ყოველთვის სიახლეები გაქვთ, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში…

ბათუმში მექნება მალე ჩემი სოლოკონცერტი ბენდთან ერთად. გარდა ამისა, დაგეგმილია კონცერტი „სოჰოშიც“. 4 ოქტომბერს მექნება ძალიან დიდი სოლოკონცერტი, რომელიც ახლა მზადდება. მექნება საინტერესო კოლაბორაციები ისეთ მუსიკოსებთან, რომლებსაც პატივს ვცემ. სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსებთან ვითანამშრომლებ, იქნებიან „თამადა“, „მგზავრები“, ბექა გოჩიაშვილი და ბევრი სხვა.

ერთი სიმღერა, რომელმაც ყველაზე დიდი წარმატება მოგიტანათ…

„გაიღიმეს“ აქვს ძალიან საინტერესო ისტორია – აბსოლუტურად სხვა სიმღერა იყო, როცა გია მაჭარაშვილს ვანახე, რა ფორმით მინდოდა გაკეთება, ჩხუბამდე არ მივსულვართ, მაგრამ არ მეთანხმებოდა. კეთების პროცესში მითხრა, მე მგონი, კაიაო. დაიძინესგან გამოვიდა „გაიღიმე“, რადგან მანამდე იყო იავნანა.

მსმენელის მხრიდან ამხელა სიყვარულია, როგორ ფიქრობ, რა არის მერაბ სეფაშვილის წარმატების საიდუმლო?

პირველ რიგში, შენი საქმისადმი დამოკიდებულება და სიყვარული. რაც დავიწყე, იმ საქმეს ვაკეთებ და არ გავხდი „პრარაბი“. ბევრი ფული იყო თუ არა, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა… ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს. ეს არის ის, რაც ბედნიერს ხდის ადამიანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g