LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერეთის თემში სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი მიმდინარეობს

85

გორის მუნიციპალიტეტში, მერეთის თემის სოფლების სავარგულები სარწყავი წყლით უზრუნველყოფილი იქნება. პროექტს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ”საქართველოს მელიორაცია” ახორციელებს.

როგორც სამინისტროდან ”ფორტუნას” აცნობეს, პროექტის ფარგლებში აშენდება ოთხი სატუმბი სადგური, მოეწყობა 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი.

ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს.

სამუშოები 2017 წლის აგვისტოსთვის  დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები