LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეთევზეებმა ყველაზე დიდი, 621-კილოგრამიანი თევზი დაიჭირეს

62
0_lsatorlures_282550689_2885380675087628_4931002213704883244_n

კაბო-ვერდეში მეთევზეებმა გიგანტური, არც მეტი არც ნაკლები 621 კილოგრამიანი ლურჯი მარლინი დაიჭირეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Star ავრცელებს.

6-დღიანი თევზაობის დროს, ჯგუფმა რომელსაც კაპიტანი რაიან რუ უილიამსონი ხელმძღვანელობდა, ფაქტობრივად რეკორდი დაამყარა. უზარმაზარი ნადავლის გამოჩენის შემდეგ მამაკაცებს ნამდვილი ბრძოლა დასჭირდათ რათა მარლინი წყლიდან ამოეყვანათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა თევზის გარშემოწერილობა 1,67 მეტრი, სიგრძე 3,6 მეტრი, ხოლო წონა – 621 კილოგრამი იყო. ეს 1992 წლის შემდეგ დაჭერილ თევზთა შორის ყველაზე დიდია, 1992 წელს კი ბრაზილიაში 15 კილოგრამით უფრო მძიმე ნადავლის ამოყვანა შეძლეს.

მეთევზეებმა ხორცი ადგილობრივ მოსახლეობას გაუნაწილეს. ეს თევზი საკმარისი იქნება იმისთვის რომ მრავალ ოჯახს რამდენიმე დღის განმავლობაში საკვები არ მოაკლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები