LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეთი ტირის, ეს სინანულის ცრემლებია!“ – ჯეი ლო და მეთ დეიმონი წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ანუგეშებენ – ამ დროს კი ბენი…

2694
page

„ტორონტოს კინოფესტივალზე“ ფილმის, Unstoppable-ის პრემიერა გაიმართა, რომელშიც მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს, ფილმის პროდიუსერები კი ბენ აფლეკი და მეთ დეიმონი არიან.

პრემიერაზე ბენი არ გამოჩენილა, სამაგიეროდ, წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს ჯეი ლო და მეთ დეიმონი შეხვდნენ. მეტიც, ისინი გვერდიგვერდ ისხდნენ, თბილად საუბრობდნენ და ერთმანეთის ხელიც ეჭირათ. ფოტოებს უამრავი კომენტარი მოჰყვა.

„როცა ძალიან უჟმური საერთო ნაცნობი გყავს“ , რა საყვარლები არიან, გული გადაუშალეს ერთმანეთს“, „ერთმანეთს ანუგეშებენ“, „მეთი ტირის, ეს სინანულის ცრემლებია“, – არ წყდება კომენტარები.

შეგახსენებთ, 21 წლის წინ, როდესაც ჯეი ლომ და ბენმა ქორწილი ჩაშალეს, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამაში დიდი როლი მეთ დეიმონმა ითამაშა, რადგან მას ჯენიფერ ლოპესი არ მოსწონდა.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირაა მედია ბენ აფლეკისა და კიკ კენედის რომანზე ალაპარაკდა. ინსაიდერების ცნობით, წყვილი ერთად რესტორანში გადაიღეს.

კვლავ მეთ დეიმონი – რას აფრთხილებდა საუკეთესო მეგობარი ბენ აფლეკს

„ყველაფერი მალე მბეზრდება, ვისტრესები, იმედია წლების შემდეგ შევიცვლები“ – ბენ აფლეკს 1999 წლის Playboy-თვის მიცემული ინტერვიუ ამოუქექეს

დიდი შეხვედრა და დაზაფრული სახეები – ჯეი ლო და ბენ აფლეკი ერთმანეთს შეხვდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები