LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეუფე შიო: „ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ, მისი უწმინდესობის მდგომარეობა იყოს სტაბილური, მოვუწოდებ ყველას, ილოცონ მისი ჯანმრთელობისთვის“

220
მეუფე შიო

„ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური“, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ [მუჯირი] პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა.

„ყველას გთხოვთ ლოცვით შეწევნას“ – კათოლიკოს-პატრიარქი ილია II კლინიკაშია გადაყვანილი

მეუფე შიო საზოგადოებას მოუწოდებს, პატრიარქის გამოჯანმრთელებისთვის ილოცონ.

„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილი გახდა, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. გადმოყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩვენი ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ და ძალიან დიდ ყურადღებას იჩენენ, რათა მისი მდგომარეობა იყოს სტაბილური. ამის იმედი გვაქვს და ასეც იქნება ღვთის შეწევნით. გვინდა, მოვუწოდოთ ჩვენს სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, ყველას, მორწმუნეებს, რომ განსაკუთრებით ვილოცოთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ჯანმრთელობისთვის, ვინაიდან ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მის ლოცვას, ზრუნვას ჩვენზე და მის ჯანმრთელობას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

„პატრიარქს სისხლდენის შეჩერებისთვის ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, მაჩვენებლები არასტაბილური და საყურადღებოა… იმყოფება ინტუბირებულ მდგომარეობაში“ – კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი

ცნობისათვის, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს. ის კრიტიკული რეანიმაციის განყოფილებაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g